09:27 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-24 12:20:07, 986 ნახვა

რეგიონი
სოფელ რენეს, ხელთუბნისა და ახალსოფლის ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ

სოფელ რენეს, ხელთუბნისა და ახალსოფლის ბაღებს სრული რეაბილიტაცია უტარდებათ. სამივე პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.

სამუშაოების მიმდინარეობა შიდა ქართლის რწმუნებულის პირველმა მოადგილემ სიმონ გულედანმა დაათვალიერა.

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ რენეში შენობის ორივე სართულის განახლება უკვე დასრულდა, გადაიხურა სახურავი, ამჟამად მიმდინარეობს სავალი გზის ფილების, შიდა და გარე ფასადის ლესვითი და სანტექნიკის მოწყობის სამუშაოები. სოფელში 30 წელია რაც არსებული საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებს და აღსაზრდელებს მეზობელ სოფლებში უწევთ სიარული. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის ბაღი სრულად განახლდა, შეიცვალა სახურავი და კარ-ფანჯრები, გამოიცვალა კომუნიკაციები. იგეგმება ეზოს მოწყობა.

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელის საბავშვო ბაღში კი უკვე მოწყობილია კარ-ფანჯრები, გადახურვა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობის შიდა მოსაპირკეთებელი, ეზოს შემოღობვისა და საკანალიზაციო სისტემის მოწყობის სამუშაოები. საბავშვო ბაღი აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად შშმ პირებისთვის განკუთვნილი ამწე მოწყობილობით. სამივე საბავშვო ბაღის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება მიმდინარე წელს იგეგმება.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
თბილისში Trump Tower აშენდება - Wall Street Journal
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics