08:59 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-11-21 13:20:22, 987 ნახვა

რეგიონი
,,ავიცრათ ერთმანეთისთვის“ კამპანიის ფარგლებში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა

ვაქცინაციის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მერმა და ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მაკა მამარდაშვილმა ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დამსწრე საზოგადოებას ასევე გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, რომელიც 8 ნოებრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ვაქცინაციის ჩატარების შემთხვევაში,  60 წელს ზევით მოქალაქეებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის გაცემას ითვალისწინებს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ვაქცინის გაკეთების სურვილი რამდენიმე პენსიონერმა გამოთქვა. მოქალაქეებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ბოლნისის ცენტრალურ კლინიკასა და დაბა კაზრეთის პოლიკლინიკაში გაიკეთეს. 

აღსანიშნავია, რომ 200-ლარიანი საპენსიო დანამატების ინიციატივის გაჟღერების შემდეგ, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ვაქცინირებულთა რაოდენობამ საგრძნობლად მოიმატა. სტატისტიკის თანახმად, დღიურად უკვე 100-ზე მეტი ადამიანი იცრება, მაშინ  როდესაც გასულ თვეში ეს მაჩვენებელი 15-20-ს არ აღემატებოდა.

„სხვადასხვა სფეროს წარმოამდგენლებთან, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გავმართეთ. ჩვენს მოქალაქეებს ვაქცინაციაში აქტიური მონაწილეობისკენ მოვუწოდეთ და საქართველოს მთავრობის ინიციატივა გავაცანით, რომელიც 8 ნომებრის შემდეგ ვაქცინირებული პენსიონერებისთვის 200-ლარიანი ერთჯერადი საპენსიო დანამატის მიიღებას გულისხმობს. შეხვედრაზე ამ ინიციატივამ განსაკუთრებული დაინტერესება გამოიწვია და მოხარული ვარ, რომ აქ მყოფმა რამდენიმე პენსიონერმა აცრის გაკეთებაზე თანხმობაც განაცხადა. ვაქცინაციის  შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა მსგავს შეხვედრებს კვლავ არაერთხელ მოაწყობს. ჩვენს მოქალაქეებს კი კიდევ ერთხელ მოვუწოდებ გაიკეთონ აცრა, რათა დავიცვათ ჩვენი საყვარელი ადამიანები და დავასრულოთ ეს პანდემია“, - განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პაპი აცხადებს, რომ ტრამპთან კამათი „არ არის დაინტერესებული“
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics