15:05 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-10-13 11:48:31, 1222 ნახვა

რეგიონი
ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება

ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად, მიზნობრივ ჯგუფებთან საინფორმაციო შეხვედრები იმართება, –  ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვისა და ოჩხამურის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი შეხვდნენ და ვაქცინაციის აუცილებლობასა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მარათონზე ესაუბრნენ.

"კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, რომ არ განმეორდეს გასული პერიოდი, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ამისათვის რაიონული დონიდან გადავდივართ, სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებზე. მალე დაიწყება ე.წ. მარათონი საქართველოს დიდ სოფლებში. ყველას ჩართულობით, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თუ სხვა აქტიური მოქალაქე უნდა მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ აუცრელ ადამიანამდე, რათა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია თავიანთი სიცოცხლისა და გარშემომყოფების დასაცავად“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

,,მიმდინარე კვირიდან დაიწყო მარათონის წინამოსამმზადებელი შეხვედრები, აქტიურად ვხვდებით მიზნობრივ ჯგუფებს და ერთად განვიხილავთ ყველა აუცილებელ საკითხებს. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციის ირგვლივ მიიღონ ამომწურავი პასუხები. მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ეფექტურია, რომლის შემდგომ ხდება ვაქცინების ადმინისტრირება“, - აღნიშნა შეხვედრის დასასრულს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.

ამ დროისთვის აჭარაში, ჩატარებულია 217 159 დოზა ვაქცინა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics