11:34 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-21 17:59:26, 1545 ნახვა

რეგიონი
სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს

კაპის მუნიციპალიტეტის სოფელ ლამისყანაში ჯამბაკურ - ორბელიანების სასახლე მუზეუმში სასახლემდე მისასვლელი გზის მოპირკეთების სამუშაოები მიმდინარეობს,  რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ქისიშვილმა დაათვალიერა. ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოსამზადებელი სამუშაოს ანუ შიდა ტერიტორიის გაწმენდის შემდეგ, მისასვლელი მოპირკეთდება ქვაფენილითა და ბაზალტის საფეხურებით.

"სამუშაოების დასრულების შემდეგ  ძეგლის ტერიტორიაზე ვიზიტორთათვის კომფორტული და მოწესრიგებული გარემო შეიქმნება.

რეაბიიტაციის სამუშაოებს შპს „სიპკი“ ასრულებს, რომელმაც სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებულ ელექრონულ ტენდერში გაიმარჯვა. 

შესასრულებული სამუშაოების ღირებულება 73 660 ლარია, საგარანტიო ვადა კი 5 წელი.

აღნიშნული მუზეუმი 1985 წელს გაიხსნა და არა მარტო ვიზიტორთა, არამედ ახალდაქორწინებულთა სანახაობით და ჯვრისწერის ადგილად  იქცა. მუზეუმი ჩვენი სოფლის სიამაყე და ისტორიაა, რომლის შესახებაც ყველამ უნდა იცოდეს - აღნიშნა კასპის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელმა ლამისყანის ადმინისტრაციულ ერთეულში გიორგი ჭიხინაშვილმა", – ვკითხულობთ ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics