2021-09-17 18:17:56, 1315 ნახვა
რეგიონი
კასპში მოსახლეობის იმუნიზაციის პროცესი გრძელდება
კასპის მუნიციპალიტეტის სოფლებში მობილური ჯგუფების მიერ მოსახლეობის ვაქცინაცია მიმდინარეობს.
სამ სოფელში ლამისყანაში, ქვემოჭალასა და ქვემო გომში მოსახლეობამ როგორც პირველადი, ისე მეორადი აცრა ჩაიტარა.
მოსახლეობის იმუნიზაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მობილური ბრიგადები სოფლის ამბულატორიეში ახორციელებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა სინოფარმისა და სინოვაკის ვაქცინით აიცრა.
იმუნიზაციის პროცესს შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე სიმონ გულედანი დაესწრო.
მობილობა გაზრდილია და მოსახლეობა აქტიურადაა პროცესში ჩართული.
იმუნიზაციის პროცესი გრძელდება იმ სოფლებში, რომლის მოსახლეობამაც თავად გამოთქვა სურვილი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),