04:42 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-05 11:44:03, 1650 ნახვა

რეგიონი
ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნება

ახალი სასწავლო წლიდან, სოფელ ჯაბნიძეებში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაგა-ბაღი გაიხსნება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ფარგლებში აშენდა ერთ სართულიანი კაპიტალური შენობა, მოეწყო სხვადასხვა დანიშნულების ოთახები, სველი წერტილები, სამზარეულო. დამონტაჟდა ცენტრალური გათბობის თანამედროვე სისტემა, დაცულია სახანძრო უსაფრთხოების ნორმები და შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. 

ამასთანავე,  ჩატარდა ეზოს გამწვანებისა და სათამაშო მოედნის კეთილმოწყობის სამუშაოები. ამჟამად, შენობის შიდა სივრცის მოწესრიგება მიმდინარეობს: ეწყობა ავეჯი და სუფთავდება ინტერიერი. დაწესებულების ამოქმედების შედეგად 30-მდე პატარას მიეცემა სკოლამდელი განათლების მიღების შესაძლებლობა. დასაქმდება 10-ზე მეტი ადგილობრივი.

მიმდინარე სამუშაოები შუახევის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ომარ ტაკიძემ, ხელმძღვანელ პირებთან და ბაგა-ბაღების გაერთიანების დირექტორთან ერთად დაათვალიერა.

ცნობისთვის, მუნიციპალიტეტში დღეის მდგომარეობით 13 ბაგა-ბაღი და 9 ალტერნატიული ჯგუფი ფუნქციონირებს. სამუშაოები მიმდინარეობს მახალაკიძეებისა და დღვანის ბაგა-ბაღებზე.


 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics