2021-07-16 19:21:48, 838 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო
აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ვაქცინაციის პროცესს გაეცნო.
,,მოქალაქეებს აქვთ შესაძლენლობა გააკეთონ არჩევანი. სანამ ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დაიძაბება, აუცილებელია ვაქცინაციის ტემპი უფრო გაიზარდოს, ამიტომ მოვუწოდებ ყველას აიცრან" - განაცხადა მინისტრმა.
დღეიდან განახლდა ფაიზერით ვაქცინაცია და 4 ამცრელი ბრიგადა მუშაობს რესპუბლიკურ საავადმყოფოში.
პარალელურად გრძელდება რეგიონში სხვა ვაქცინებით აცრის პროცესიც. ჯამში, ამ ეტაპზე 28 ამცრელი ბრიგადა ოპერირებს.
მომდევნო დღეებში იგეგმება სევე, სამედიცინო დაწესებულებების დამატება ამცრელი ბრიგადებით.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),