2021-07-14 16:43:15, 928 ნახვა
რეგიონი
სოფელ დამალაში ახალი რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის შენობა გაიხსნა
დღეს, 14 ივლისს, სამცხე-ჯავახეთის მხარის რწმუნებულმა ბესიკ ამირანაშვილმა, ასპინძის მუნიციპალიტეტის მერმა როსტომ მაგრაქველიძემ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად სოფელ დამალაში ახალი რეაბილიტირებული კულტურის ცენტრის შენობა გახსნეს.
პროექტის ფარგლებში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობას: მეთლახის და ხის იატაკის, კარ- ფანჯრების, შეკიდული ამსტრონგის ჭერის, ბეტონის სარინელის და ბაზალტის ბორდიურები მოეწყო. გაილესა და შეიღება შიდა ოთახები. დამონტაჟდება თეატრალური სკამები.
აღნიშნული პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება შეადგენდა 224777 ლარს. პროექტის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებული იყო 15-მდე ადგილობრივი.
ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),