14:59 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-07 11:51:13, 804 ნახვა

რეგიონი
მალთაყვაში ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები დაიწყო

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ფოთის პერსპექტიული განვითარებისათვის, მალთაყვის რეკრეაციულ ზონაში, ზღვის სანაპირო ზოლზე ბულვარის მშენებლობა-კეთილმოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები ინტენსიურად დაიწყო.

ფოთის მერიის ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 4 მილიონ 180 ათასი ლარია გამოყოფილი, საიდანაც მიმდინარე წელს მილიონი ლარი იქნება ათვისებული.

„ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პირამიდა f r''-ის ფილიალი, პროექტირების შემდეგ, პირველი ეტაპის სამუშაოებს უკვე შეუდგა. დაწყებულია ცენტრალური საავტომობილო ტრასიდან ზღვის ნაპირთან მისასვლელი გზის მშენებლობა, რომლის სიგრძე 570 მეტრია, სიგანე-6-8 მეტრი. აქტიურად მიმდინარეობს გზის საფუძვლის მოშანდაკება, ასევე, ზღვის სიახლოვეს ქვიშოვანი და მცენარეული გრუნტების მოხსნა, სამუშაოებში ჩართულია გრეიდერები, ბულდოზერები, დამტვირთველ-ექსკავატორები, სატვირთო თვითმცლელი ავტომანქანები.გზის ყრილისა და ქვედა საფუძვლის მოსაწყობად, პარალელურად დაიწყება ბალასტის შემოტანა, გზის მშენებლობის შემდგომი ეტაპი ტროტუარების, ბორდიურებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კვანძების მოწყობა იქნება, რაც მოასფალტებით დასრულდება. მთლიანად სანაპირო ზოლზე გათვალისწინებულია გაზის, ელექტროენერგიის, წყლის, საკანალიზაციო კომუნიკაციების გაყვანა და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის სათანადო პირობების შექმნა.

პროექტის სრული ღირებულება 18 მილიონ 507 ათას ლარს შეადგენს, რომლის რეალიზების შემდეგ მალთაყვის საკურორტო-დასასვენებელი ზონა თანამედროვე სარეკრეაციო არეალად გადაიქცევა“, - ნათქვამია ფოთის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
ბექა დავითულიანი ქალ აქტივისტს ფიზიკურად გაუსწორდა
ირანის სახელმწიფო მედია: ირანმა ჰორმუზის სრუტე დაკეტა
ლიეტუვის საგარეო: 1989 წლის ტრაგიკულ მოვლენებს ვიხსენებთ, 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აღდგენას აღვნიშნავთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics