16:38 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 16:14:45, 961 ნახვა

რეგიონი
ფოთს ოსტამარის დელეგაცია სტუმრობს

ფოთში სამდღიანი საქმიანი ვიზიტით, შვედეთის დამეგობრებულ ქალაქ ოსტამარის დელეგაცია იმყოფება.

ფოტის მერიის ინფორმაციით, ოსტამარის საკრებულოს წევრები დღეს ფოთის მუნიციპალიტეტის მერს ირაკლი კაკულიასა და საკრებულოს თავმჯდომარეს ალექსანდრე თოფურის შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა სამწლიანი პროექტის ,,უფრო მეტი დემოკრატიული საზოგადოება ადგილობრივ თვითმმართველობაში''- თაობაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ პროექტის ორწლიანი პროგრამა წარმატებით დასრულდა და ახლა მესამე წლის ეტაპი უნდა დაიწყოს. პროექტის ფარგლებში ფოთში უნდა გაიმართოს შეხვედრები მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, ქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებთან, ახალგაზრდული საკრებულოს ა და ახალგაზრდული საბჭოს წევრებთან, მერიის სამსახურის უფროსებთან და საჯარო მოხელეებთან, საზოგადოებრივი აზრის დარბაზის წევრებთან.

შვედეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, პროექტის საერთაშორისო კოორდინატორმა სტეფან ედელსვარდმა, შეხვედრისას აღნიშნა, რომ თემების შეთანხმების შემდეგ, პროექტის სარეალიზაციოდ უკეთესი იქნება საზოგადოების მეტი ჩართულობა და ტრენინგების ციკლის გაგრძელება, სასურველი იქნება ორწლიანი კურსის შემდეგ, პროცესი კვლავ ,,ჯიპას'' ტრენერებმა გააგრძელონ, რომელშიც ჩაერთვებიან საჯარო მოხელეები, პოლიტიკური პარტიები, არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ახალგაზრდული საბჭოს წარმომადგენლები.

შვედეთის დელეგაციასთან შეხვედრაზე ქალაქის ხელმძღვანელებმა ნაყოფიერი თანამშრომლობისა და პროექტის წარმატებულად და საინტერესოდ მიმდინარეობისათვის კმაყოფილება გამოთქვეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
სალომე ზურაბიშვილი: საჭიროა, ახალი პარტიები გამოჩდნენ
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics