12:34 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-27 14:32:46, 729 ნახვა

სამხედრო
გენერალური შტაბის უფროსი უცხო ქვეყნების თავდაცვის ატაშეებს შეხვდა

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა  საქართველოში აკრედიტებული  უცხო ქვეყნების თავდაცვის  ატაშეებსა და ნატოს სამეკავშირეო ოფისის წარმომადგენლებს უმასპინძლა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ დიპლომატებს 2014 წლის ანგარიში წარუდგინა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.

გენერალ-მაიორმა საუბრისას რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი გამოყო, მათ შორის, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობა, საქართველოში ნატოს საწვრთნელი ცენტრის გახსნა, საქართველოსთვის უელსის სამიტზე მინიჭებული „არსებითი პაკეტის“ იმპლემენტაციის საკითხები, სამხედრო განათლება და წვრთნა. შტაბის უფროსმა სტუმრებს მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და მჭიდრო ურთიერთობის გაგრძელების  იმედი გამოთქვა.

საუბარი შეეხო რეგიონული უსაფრთხოებისა და მეზობელ ქვეყნებთან სტრატეგიული თანამშრომლობის საკითხებსაც. მოგვიანებით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილეები, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და პოლკოვნიკები, რომან ჯოხაძე და გიორგი კბილცეცხლაშვილი დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 32 წლის კაცს დანით მრავლობით ჭრილობები მიაყენა და ადგილიდან მიიმალა
საიტზე გამოქვეყნებული ჯარში გაწვევის უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება - უცხოეთში მყოფი წვევამდელი ვალდებული იქნება დაბრუნდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics