03:52 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-09 16:19:27, 1260 ნახვა

მსოფლიო
ალიევი: აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია

აზერბაიჯანი-ირანი-რუსეთის, ისევე როგორც აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის სამმხრივი ფორმატი რეგიონული უსაფრთხოებისთვის აუცილებელია, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.

როგორც „რია ნოვოსტი“ იტყობინება, განცხადება პრეზიდენტმა მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.

გასულ კვირას მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ვითარება დაიძაბა და შეიარაღებული დაპირისპირება განახლდა. თუმცა, მოგვიანებით მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანის და მთიანი ყარაბაღის ე.წ. მთავრობა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

აღსანისნავია, რომ თავად რუსეთი რეგიონში ვითარების გამწვავებაში თურქეთის ფაქტორს ხედავს. ტელეკომპანია „Russia 1“-სთვის მიცემულ ინტერვიუში დიმიტრი მედვედევმა აღნიშნა, რომ ანკარა, მხარეების დამშვიდების ნაცვლად, ცეცხლზე ნავთს ასხამს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics