2016-03-28 17:15:41, 1038 ნახვა
მსოფლიო
Charlie Hebdo-ს კარიკატურა ბრიუსელზე - მოდი დავრწმუნდეთ, რომ ლუდში ბომბი არ არის
ფრანგულმა სატირულმა ყოველკვირეულმა ჟურნალმა Charlie Hebdo ბრიუსელის ტერაქტებტან დაკავშირებით ახალი კარიკატურა გამოაქვეყნა.
გამოცემის კარიკატურაზე ბელგიელი სამართალდამცველები არიან გამოსახული, რომლებიც ლუდს სვამენ. ერთ-ერთი წარწერა აღნიშნულ კარიკატურაზე, შემდეგნაირად ჟღერს: "მოდი დავრწმუნდეთ, რომ ლუდში ბომბი არ არის".
როგორც დასავლური მედია წერს, გამოცემა ანტიტერორისტულ ოპერაციას დასცინის, რომელსაც ადგილობრივი სამართალდამცველები ახორციელებენ.
Charlie Hebdo ბრიუსელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სულ 3 კარიკატურა გამოაქვეყნა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან