2016-03-26 10:47:01, 928 ნახვა
მსოფლიო
პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს
პარიზის ტერაქტებში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული სალაჰ აბდესლამი დუმილის უფლებას იყენებს.
როგორც BBC ბელგიის პროკურატურაზე დაყრდნობით იუწყება, აბდესლამმა ბრიუსელში რამდენიმე დღის წინ განხორციელებული თავდასხმების შესახებ საუბარზე უარი განაცხადა.
ცნობისთვის, 26 წლის სალაჰ აბდესლამი 4-თვიანი ძებნის შემდეგ ბრიუსელში 18 მარტს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დააკავეს. ის ამ დროისთვის ბრიუგეს მკაცრი რეჟიმის ციხეში იმყოფება.
თავდაპირველად აბდესლამი საფრანგეთში ექსტრადირებაზე უარს აცხადებდა. ბრიუსელის ტერაქტების შემდეგ კი მან საფრანგეთში ექსტრადირება მოითხოვა. ექსტრადირების საკითხს სასამართლო 31 მარტს განიხილავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან