14:02 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2014-12-31 13:02:51, 1650 ნახვა

ეკონომიკა
ახალი წლის დღეებში ბანკების მუშაობის განრიგი

ახალი წლის დღეებში ბანკები  სხვადასხვა რეჟიმში იმუშავებენ.
„ექსპრესნიუსი“ სხვადასხვა ბანკების სერვისცენტრების მუშაობის განრიგს გთავაზობთ.

„ლიბერთი ბანკის“ სერვისცენტრები 31 დეკემბერს 17:00 საათამდე იმუშავებენ. 2015 წლის  1 იანვარს ყველა ფილიალი ისვენებს. 2 იანვარს მომხმარებლებს  მხოლოდ 24 საათიანი  სერვისცენტრები მოემსახურებიან, რომლებიც  ჭავჭავაძის # 13–ში  და აეროპორტში მდებარეობს.  3 იანვარს ბანკის ყველა ფილიალი 10:00 –დან 14:00 საათამდე იმუშავებს. 4 იანვარს მხოლოდ ჭავჭავაძის 13 ნომერში და აეროპორტში მდებარე 24-საათიანი სერვისცენტრები იმუშავებენ. „ლიბერთი ბანკის“ ყველა ფილიალი 5 იანვრიდან ჩვეულ რეჟიმში იმუშავებს.
„თიბისი ბანკის“ სერვისცენტრები  31 დეკემბერს  18:00 საათამდე იმუშავებენ.  2015 წლის 1,2,3 და 4 იანვარს ყველა ფილიალი ისვენებს. ჩვეულ რეჟიმში მუშაობას კი, სერვისცენტრები  5 იანვარს განაახლებენ.
„ვითიბი ბანკის“ სერვისცენტრები 31 დეკემბერს  18:00 საათამდე იმუშავებენ. ჭავჭავაძის 2 ნომერში მდებარე მორიგე სერვისცენტრი კი, 22:00 საათამდე. 2015 წლის 1,2 იანვარს ყველა ფილიალი ისვენებს. 3 იანვარს ჭავჭავაძის 2 ნომერში მდებარე სერვისცენტრი განაახლებს მუშაობას. დანარჩენი ფილიალები კი, მუშაობას ჩვეულ რეჟიმში 5 იანვარს გააგრძელებენ.
„საქართველოს ბანკი“ 31 დეკემბერს 18:30 საათამდე იმუშავებს. 2015 წლის 1 და 2 იანვარს ყველა სერვისცენტრი, მათ შორის Express და მეტროს სერვისცენტრები დაკეტილი იქნება. სატელეფონო ცენტრი 2 444 444  პირველ  იანვარს არ იმუშავებს, ხოლო 2 იანვარს დილის 10:00 საათიდან ჩვეულ რეჟიმში მოემსახურება მომხმარებელს.
მომხმარებლებს, ვისაც საკრედიტო ბარათზე დაანგარიშების თარიღი  1 ან 2 იანვარი აქვს, საშეღავათო პერიოდით სარგებლობისთვის თანხის შეტანა  31 დეკემბრის ჩათვლით შეუძლიათ.
3 იანვრიდან, „საქართველოს ბანკის“ ყველა სერვისცენტრი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
„ ბაზისბანკის“ სერვისცენტრები 31 დეკემბერს შემდეგი გრაფიკით იმუშავებენ:
ქეთევან წამებულის გამზ. #1–ში; ჭავჭავაძის გამზ. #41;–ში მდებარე სერვისცენტრები 10:00 –დან 18:00 საათამდე იმუშავებენ. ჭავჭავაძის გამზ.#19; აღმაშენებლის გამზ.#144, წერეთლის გამზ.#112;  კოსტავას ქ.# 22,  კოსტავას ქ. 76, ვაჟა-ფშაველას გამზ. #58,  პოლიტკოვსკაიას ქ.#5,  ხიზანიშვილის ქ.#20ა, ვაზისუბანი, ოლიმპიური სოფელი, გამსახურდიას ქ. #19 (ბათუმი), რუსთაველის ქ. #41 (ბათუმი); გოგებაშვილის ქ. #2 (ბათუმი), აღმაშენებლის გამზ.#41(თელავი),  
წერეთლის ქ.#1 (ქუთაისი) –ში მდებარე სერვისცენტრები მომხმარებლებს 10:00–დან  15:00 საათამდე მოემსახურებიან.
კოტე აფხაზის (ლესელიძის) #44 (ბიზნესცენტრი "მეიდანი") და გულიას ქ. #1–ში მდებარე ფილიალები 31 დეკემბერს არ იმუშავებენ.
საინფორმაციო სერვისცენტრი – 09:30 – 00:00 საათის განმავლობაში იმუშავებს.

2015 წლის 1 და 2 იანვარს ბანკის ყველა ფილიალი ისვენებს.

3 იანვარს,  ქეთევან წამებულის გამზ. #1, გოგებაშვილის ქ. #2 (ბათუმი),  წერეთლის ქ.#1 (ქუთაისი)–ში განთავსებული სერვისცენტრები მომხმარებლებს  10:00 - 14:30 საათამდე მოემსახურებიან.
საინფორმაციო სერვისცენტრი კი, 09:30 – 00:00 საათამდე იმუშავებს.

„ბაზისბანკის“ ყველა სერვის ცენტრი მუშაობას 5 იანვარს განაახლებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ - ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ეროვნული ბანკი სესხზე პროცენტის გაზრდას განიხილავს
ნიკა სიმონიშვილი გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
ისრაელის სამხედრო ძალები ირანელებს მოუწოდებს, მატარებლით მგზავრობისგან თავი შეიკავონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics