15:58 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-28 13:37:35, 921 ნახვა

სხვადასხვა
ევროკომისიამ Google-ი 2.42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

საძიებო სისტემა „Google“ ევროკომისიამ 2,42 მილიარდი ევროთი დააჯარიმა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

მედია საშუალების ინფორმაციით, კომისიაში მიიჩნევენ, რომ კომპანია საქონლის ძიებისას მომხმარებელს საკუთარ სერვისს google shopping-ს სთავაზობს, რითაც მომხმარებლის უფლებები იზღუდება.

შესაბამისად, კორპორაცია 2,42 მილიარდ ევროს გადაიხდის, რაც ანტიმონოპოლიურ საქმეებს შორის რეკორდულ თანხას წარმოადგენს. „უკანონო ქმედების“ შეწყვეტისთვის "Google"-ს 90 დღე მიეცა.

ცნობისთვის, "Google"-ის საქმეს ევროკომისია 2010 წლიდან, კომპანია Microsoft-ის სარჩელის საფუძველზე იძიებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics