2026-04-09 13:47:36, 965 ნახვა
პოლიტიკა
უკრაინის საელჩო: ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 9 აპრილს დაღუპულებს
უკრაინის საელჩო საქართველოში 9 აპრილის 37-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
"ეროვნული ერთიანობის დღეს, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, პატივს მივაგებთ 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულ მშვიდობიან დემონსტრანტებს და ყველას, ვინც იბრძოდა საქართველოს თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და დემოკრატიული მომავლისთვის. ეს მოვლენები განმსაზღვრელი გახდა საქართველოსა და ქართული საზოგადოებისთვის და სამუდამოდ აღიბეჭდება, როგორც თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვის სიმბოლო", - ვკითხულობთ განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,