12:26 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-11-07 16:15:40, 808 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს ბანკის მობილბანკში თბილისი მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათი ხელმისაწვდომია

საქართველოს ბანკი, როგორც მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკი, სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. ამ მიზნით, მობილბანკს კიდევ ერთი ფუნქციონალი დაემატა — ახლა უკვე თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათების შეძენა პირდაპირ მობილბანკიდანაა შესაძლებელი.

ციფრული ბარათის გაგზავნა სასურველ ადრესატთან მარტივად, მომენტალურად, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით შეიძლება. მომხმარებლებს ასევე შეუძლიათ ბარათის დიზაინის შერჩევა და მისალოცი ტექსტის დამატება, რაც საჩუქარს კიდევ უფრო პერსონალიზებულს ხდის.

თბილისი მოლის ციფრული ვაუჩერის მთავარი უპირატესობა თავისუფალი არჩევანია — ბარათის მფლობელს შეუძლია იშოპინგოს არა კონკრეტულ მაღაზიაში, არამედ მთლიანად სავაჭრო ცენტრში მდებარე ნებისმიერ ობიექტში და ისარგებლოს მრავალფეროვანი ბრენდების შეთავაზებით.

„მოხარულები ვართ, რომ მობილბანკში ციფრული სასაჩუქრე ბარათების მოდული კიდევ უფრო ფართოვდება. მომხმარებლებისთვის კომფორტული, სწრაფი და მრავალფეროვანი მომსახურების შეთავაზება ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. თბილისის მოლის ციფრული სასაჩუქრე ბარათის დამატებით, ჩვენ მომხმარებლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, საყვარელ ადამიანებს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზონ”,  — აღნიშნავენ საქართველოს ბანკში.

ინფორმაციისთვის, შეძენილი ბარათის დამატება შესაძლებელია ციფრულ საფულეში (Wallet), ხოლო ადრესატი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად იმისა, სარგებლობს თუ არა ის საქართველოს ბანკის მობილბანკით. თბილისის მოლის პარტნიორ მაღაზიებში სასურველი ნივთის საფასურის გადახდა კი Wallet-იდანვე შეიძლება.

გადმოწერე მობილბანკი და გაუგზავნე ციფრული სასაჩუქრე ბარათი საყვარელ ადამიანებს მარტივად.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
კახა კალაძე აშშ-ის დელეგაციის ვიზიტზე: ოპტიმისტური მოლოდინები გვაქვს, ჩვენ მზად ვართ ურთიერთობები ახალი ფურცლიდან დაიწყოს
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ოცნებას, საპატრიარქოს და ომბუდსმენს მიმართავენ
ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე მარნეულის მერის ძმა დააკავეს
The Times: ირანის უზენაესი ლიდერი მოჯთაბა ხამენეი უგონო მდგომარეობაშია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics