23:31 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-10-10 18:14:33, 2141 ნახვა

სხვადასხვა
უკრაინამ რუსეთის ექს-პრეზიდენტზე დიმიტრი მედვედევზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის უშიშროების სამსახურმა რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი და ამჟამად უშიშროების საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი ძებნილთა სიაში შეიყვანა. უკრაინის ძალოვანი უწყება აპირების, ინტერპოლს წითელი ცირკულარით ძებნის გამოცხადების მოთხოვნით მიმართოს.
შესაბამისი ბარათი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე ძებნილ პირთა ბაზაში გამოჩნდა. მედვედევი ეჭვმიტანილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში (უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

დმიტრი მედვედევი - ვლადიმირ პუტინის მოადგილე რუსეთის უშიშროების საბჭოში, შესაშური პერიოდულობით აქვეყნებს ერთიმეორეზე აგრესიულ და აბსურდულ განცხადებებს. 18 აგვისტოს მედვედევმა თავის ტელეგრამარხზე დაწერა, სანქციების გამო ევროკავშირის მოსახლეობა ისეთ მძიმე მდგომარეობაშია ჩავარდნილი, რომ ტუალეტის ნახმარი ქაღალდების რეცხვა უწევსო. მედვედევის თქმით, ევროკავშირში მცხოვრები ადამიანები უმძიმესი პროპაგანდისტული წნეხის ქვეშ იმყოფებიან.

დმიტრი მედვედევმა ასევე გამოაქვეყნა ერთი ნამდვილი და მეორე არარსებული რუკა, რომელზეც რუსეთი მნიშვნელოვნად არის „გაზრდილი“ უკრაინის ტერიტორიების ხარჯზე. მედვედევმა თავისი ავადმყოფური ფანტაზია გაავრცელა უკრაინის სხვა მეზობელ ქვეყნებზეც - პოლონეთზე, უნგრეთსა და რუმინეთზე, რომლებიც, თითქოს, ასევე აპირებენ უკრაინის მიწების მიტაცებასს. მედვედევი ამ თავის საოცნებო გეგმასაც არარსებულ „დასავლელ ანალიტიკოსებს“ მიაწერს, თუმცა აშკარაა, რომ უკრაინის ამგვარი გაყოფა და მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ოლქების მიტაცება, რუსეთის მთავრობის ოცნება და 24 თებერვალს დაწყებული ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზანია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics