00:57 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-09-08 18:59:36, 1661 ნახვა

სხვადასხვა
ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს

ქედის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე იმედა ვასაძემ, მშენებლობის, სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის განყოფილების უფროსმა ჯამბულ დიასამიძემ სპორტული მოედნების სამშენებლო სამუშაოები მოინახულეს.

 

მიმდინარე წელს პროექტის ფარგლებში დაბაში  აბუსერიძის ქუჩაზე  თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ახალი სპორტული მოედნის  მშენებლობა, ხოლო სოფელ ზვარეში და ზედა მახუნცეთში არსებული მოედნის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში ფეხბურთის და კალათბურთის მოედნის  სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, მოეწყო  თანამედროვე ტიპის ხელოვნური საფარი,  განათება და მაყურებელთა ტრიბუნა.

სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქედის მუნიციპალიტეტისთვის ერთერთი მნიშვნელოვანი და პრიორიტეტული  საკითხია, რადგან ახალგაზრდებს ექნებათ თავშეყრის ადგილი და საშუალება დაკავდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics