14:31 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-14 14:44:35, 4822 ნახვა

ომი უკრაინაში
სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ახალი ​კორონავირუსის (COVID-19) შესაძლო გავრცელების პრევენციისა და რისკების ეფექტიანი მართვის მიზნით დამატებითი რეკომენდაციები მიიღეს. 

სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თემურ კეკელიძემ ვიდეოკონფერენციის საშუალებით სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სხვადასხვა რეგიონული სამმართველოს მესაზღვრეებს ინფორმაცია მიაწოდა ვირუსის გავრცელების რისკების მართვის მიზნით საქართველოს მთავრობის მიერ გატარებული ქმედებებისა და შემზღუდავი ზომების შესახებ. ასევე, გააცნო სასაზღვრო პოლიციის მიერ განსაზღვრული, პრევენციისაკენ მიმართული სპეციალური ღონისძიებები.

სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტმენტის დირექტორმა კოკა მელქაძემ შეხვედრა გამართა ყაზბეგის სამმართველოში და ახალი ​კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით მესაზღვრეებს რეკომენდაციების სრული დაცვისა და მაქსიმალური მობილიზაციისაკენ მოუწოდა.

შეხვედრების ფარგლებში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურისა და სასაზღვრო პოლიციის სამედიცინო-სადაზღვევო სამსახურის წარმომადგენლებმა, დაავადებათა კონტროლის ეროვნულიც ცენტრის რეკომენდაციების საფუძველზე, მესაზღვრეებს სამსახურებრივ საქმიანობისას გასათვალისწინებელი სპეციალური წესები და ჰიგიენის რეკომენდაციები გააცნეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიცია მუდმივ კონტაქტზეა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან და მესაზღვრეებს განახლებულ რეკომენდაციებს პერიოდულად აწვდის.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პლასტმასის ბოთლებში სასმლის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავადდა
ირანმა გადაწყვიტა, რომ აშშ-სთან ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ფარგლებში ჰორმუზის სრუტეში გადასასვლელად გადასახადი დააწესოს
ტრამპმა ირანთან ომში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა. თეირანმა შეერთებულ შტატებზე „დიდი გამარჯვება“ გამოაცხადა.
დიდი ბრიტანეთი ტრამპს აუკრძალავს მისი ბაზების გამოყენებას ირანის ხიდებსა და ელექტროსადგურებზე თავდასხმებისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics