02:22 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-03-31 23:26:55, 3663 ნახვა

სპორტი
"დიდი წვეულება გვიახლოვდება" - მაკგრეგორი ბრუნდება!

როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ წინ კონორ მაკგრეგორმა, UFC-ის ქომაგები შოკში ჩააგდო. ირლანდიელმა მებრძოლმა კარიერის დასრულების შესახებ „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე განაცხადა:

„მოგესალმებით, მინდა მოკლე განცხადება გავაკეთო. გადავწყვიტე დღეს შერეული ორთაბრძოლებიდან წავიდე".

„მსურს ჩემს კოლეგებს სამომავლო შეჯიბრებებში წარმატება ვუსურვო. ახლა ყოფილ პარტნიორებს შევუერთდები, რომლებმაც კარიერა დაასრულეს“.

ამის შემდეგ იყო მოსაზრება, რომ კონორი მალე აზრს შეიცვლიდა და როგორც ჩანს ეს ასეც ხდება.
 

მაკგრეგორმა უკვე დაბრუნებაზე ლაპარაკი დაიწყო. ირლანდიელი უკან დაბრუნებას არ გამორიცხავს.

კონორი ორგანიზაციის ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებების დაწყებას გეგმავს, თუმცა იქამდე თავისი პირობები აქვს. მას სურს, რომ ჟოზე ალდოს წინააღმდეგ ნოკაუტი მე-13 წამის ნაცვლად მე-12 წამზე ჩაუთვალონ.

"ჟოზესთან გასამარჯვებლად 12 წამი დამჭირდა. ცვლილებას მოვითხოვ. თუ კარგად დააკვირდებით ყველაფერი ნათელია. ნებისმიერი მოლაპარაკება ამ მოთხოვნით დაიწყება". - განაცხადა კონორმა.

კონორმა ხაბიბისთვისაც მოიცალა და დაღესტნელ მებრძოლს შეუტია.

 

"როცა შენ ჩემს წინააღმდეგ იბრძოდი და შენი ფული მიიღე, ამ დროს შენს ძმებს ძარცვავდნენ და თვალებს ულურჯებდნენ პატარა ვირთხავ! დიდი წვეულება გვიახლოვდება".

 

მაკგრეგორმა ბოლოს ჩვეულ სტილში დაასრულა. კონორმა ბრძოლაში ჰოლივუდის მსახიობი მარკ უოლბერგი გამოიწვია.
 

როგორც მოგეხსენებათ, 3 წლის წინ მაკგრეგორი უოლბერგის წილის შეძენას ცდილობდა, თუმცა ამ დრომდე მან ეს ვერ მოახერხა, რაც ცოტა გაუგებარია.

"გადავწყვტე, რომ ჰოლივუდის მსახიობი მარკ ვოლბერგი გამოვიწვიო ვიბრძოლოთ მთელი შენი აქციებისთვის!"

 





ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან


სოციალური ქსელები
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
ბაზისბანკის მობაილბანკის განახლებები, უფრო კომფორტული და თანამედროვე ციფრული გამოცდილებისთვის
საქართველოს ბანკის sCoolApp-ში მოსწავლეებისთვის ტრივიას ახალი სეზონი დაიწყო
თიბისის მოსწავლის ბარათი- მარტივი გზა ფინანსური დამოუკიდებლობისა და გონივრული ხარჯვისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics