20:21 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-04-09 15:15:45, 780 ნახვა

პოლიტიკა
მეუფე შიომ 9 აპრილის მემორიალთან თავისუფლების მნიშვნელობაზე ისაუბრა

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) 9 აპრილის მემორიალთან მივიდა, 37 წლის წინ დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და პანაშვიდი გადაიხადა.

სინოდის წევრმა ადგილზე შეკრებილებს მიმართა და თავისუფლების მნიშვბელოვაზე ისაუბრა. 

"გარეგნული თავისუფლება ზნეობრივი კანონის გარეშე სახიფათო შეიძლება გახდეს" - თქვა მან. 

დღეს ჩვენ ვიხსენებთ 9 აპრილს. მეუფლება მწუხარების გრძნობაც და ამავე დროს სიხარულიც ერთიანობის და ეროვნული სულის განცდის გამო, რომელიც გამოვლინდა იმ საოცარ დღეებში და დღესაც დადასტურდა, რომ უხვად არის ეს მუხტი, რაც ვნახეთ უწმინდესობის გარდაცვალების შემდგომ დღეებში. პანაშვიდში მოვიხსენიეთ დაღუპულების სულები და ილია მეორის სულიც. განსხვავებული იყო ცხოვრება, ღვაწლი და აღსასრული. მაგრამ უწმინდესობამ სიცოცხლე მიუძღვნა ადამიანისადმი მსახურებას. დაღუპული და-ძმები გარდაიცვალნენ, თავი დასდეს სამშობლოსთვის. ჩვენ დღეს ვფიქრობთ ამ დღის მნიშვნელობაზე, საქართველოს მომავალზე, დამოუკიდებლობაზე, თავისუფლებაზე და იმაზე თუ რა დიდი წვლილი შეიტანეს როგორც ილია მეორემ, ისე და-ძმებმა დამოუკიდებლობის მოპოვების საქმეში.

მაგრამ დამოუკიდებლობის მოპოვებას სჭირდება შენარჩუნება და განვითარება. ამისთვის არ არის საკმარისი გარეგნული პირობები, პოლიტ დამოუკიდებლობა, ასევე ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეს პიროვნული თავისუფლება მოპოვებული, როგორც შინაგანი თვისება. თუ ეს თვისება არ გვექნება, მხოლოდ გარეგნულად მოპოვებული არ არის საკმარისი. უნდა გვესმოდეს რა არის ნამდვილი თავისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ აკეთო ის რაც გინდა, არამედ შეგეძლოს მართო შენი თავი რომ აკეთო ის, რაც მართებულია და საჭიროა. თუ არ იქნება ჩვენში ამის გაგება მხოლოდ ასეთი გარეგნული თავისუფლება სახიფათო შეიძლება გახდეს. ასე, რომ თუ გვსურს შევინარჩუნოთ თავისუფლება, პირველ რიგში სულიერად უნდა ვიშრომოთ. შევინანოთ, დავფიქრდეთ რა არის ჩვენს ხალხს ცოდვები, რომ გამოვასწოროთ. რომ ვეღირსოთ გამთლიანებას. ღმერთმა აცხონოს მათი სულები," - განაცხადა მეუფე შიომ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics