14:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-30 14:24:07, 1108 ნახვა

საზოგადოება
ნარმანია - ელექტროენერგიაზე ტარიფის ზრდის მთავარი საფუძველია გაზრდილი მოხმარება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქსა და რეგიონებში სამომხმარებლო ტარიფები იზრდება ხუთი თეთრით, ხოლო კომერციული სექტორისთვის, ანუ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის, სხვადასხვა ძაბვის საფეხურების მიხედვით, ტარიფი განსხვავებულია და ზრდა შეადგენს 4-დან 6 თეთრამდე.

ნარმანიას თქმით, საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ტარიფების ზრდის მთავარი საფუძველი არის ელექტროენერგიის გაზრდილი მოხმარება.

„გათვალისწინებულია ასევე ენერგიის გაზრდილი ფასები და ქვეყნის ელექტროენერგიაზე იმპორტდამოკიდებულება შემოდგომა-ზამთრის თვეებში. ამასთან, განსაზღვრულია ინვესტიციების ოპტიმალური მოცულობა, რათა ქსელში არსებული ავარიები ეტაპობრივად შემცირდეს, გაუმჯობესდეს ელექტროენერგიის მიწოდების ხარისხი როგორც მოსახლეობისთვის, ისე კომერციული სექტორისთვის. ამასთან, საინვესტიციო მოცულობა ბოლო პერიოდში დაკორექტირდა და მარეგულირებელი კომისიის მიერ ისე დამტკიცდა, რომ ტარიფზე მნიშვნელოვანი ზეგავლენა არ ჰქონოდა. კომისიის შეფასებით, ინვესტიციების გარეშე მდგომარეობა გაუარესდებოდა, გაიზრდებოდა ავარიები და ელექტროენერგიის მიწოდების წყვეტები, რის შედეგადაც ყველაზე მეტად მოსახლეობა დაზარალდებოდა. შესაბამისად, კომისიამ მიიღო დაბალანსებული გადაწყვეტილება. ვფიქრობთ, ჩვენ მიერ დადგენილი ტარიფი რამდენიმე წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, – აღნიშნა ნარმანიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
სადიგოვის აზერბაიჯანში გაძევება არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის დარღვევა - საია
პროდუქტების ჩამონათვალი რომელიც პატიმრების ახლობლებს შეუძლიათ ციხეებში სააღდგომოდ შეიტანონ
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკად დაასახელა საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics