15:14 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-19 10:44:58, 4029 ნახვა

ომი უკრაინაში
ეზუგბაია - 0-დან 14 წლამდე გვყავდა 4 პაციენტი და ამის შემდეგ მსგავსი ასაკის პაციენტი არ შემოგვმატებია

"0-დან 14 წლამდე გვყავდა 4 პაციენტი და ამის შემდეგ მსგავსი ასაკის პაციენტი არ შემოგვმატებია. კვლავ რჩება 4 პაციენტი და მათი მდგომარეობა ჯერჯერობით სტაბილურია", - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

მისი თქმით, 3 პაციენტის გარდა ინფექციურ საავადმყოფოში ყველას მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა 13-14 დღის განმავლობაში მოსალოდნელია ხოლმე დაავადების პროგრესირება.

"დანარჩენი პაციენტების მდგომაროებას რაც შეეხება, ნაწილთან არის პნევმონია და ნაწილთან მსუბუქი სიმძიმის პნევმონიაა. ყველასთან დაავადების მიმდინარეობა სტაბილურია. არსად პროგრესირება არ შეინიშნება და ველოდებით, რომ მათთან უნდა დადგეს გამოჯანმრთელება, თუმცა კვლავ ვლაპარაკობთ, რომ ყველა პერიოდში დაავადების მიმდინარეობისას, მიუხედავად შესაბამისი პროგრესირებისა და მკურნალობისა, დაავადების დასაწყის პერიოდში პირველი 13-14 დღის განამავლობაში  მაინც მოსალოდნელია დაავადების პროგრესირება და დამძიმება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ალიევი - ამ რეგიონში შემავალი ქვეყნები უნდა დარჩნენ ფოკუსირებულნი, მშვიდობაზე, სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე
მოღალატევ, რუსების მონა - სააკაშვილი სასამართლო სხდომაზე ყოფილ პრემიერ ნოღაიდელს დაუპირისპირდა
აფგან სადიგოვი, პოლიციამ დააკავა
სააკაშვილი რაფალიანცის და ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობას ივანიშვილს უკავშირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics