01:29 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-03-05 11:19:03, 5743 ნახვა

სხვადასხვა
ამირან გამყრელიძე - მოვიძიეთ 20 ადამიანი, რომელსაც მეოთხე ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქოდა

„კონტაქტების შესწავლის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა.

მისი თქმით, მიმდინარეობს ამ პირთა მიმართ ჩაღრმავებული ეპიდკვლევა.

„გუშინ ღამიდან უკვე ჩაერთო ჩვენი სამსახურები, ეპიდემიოლოგიური სამსახურები, გაფართოებული ეპიდკვლევის მიზნით ანუ კონტაქტების შესწავლის მიზნით, დღეს დილისთვის გვაქვს დაახლოებით 20 კონტაქტი მოძიებული. მათ შორის 15 თვითფრინავის კონტაქტი და მიმდინარეობს ამ კონტაქტირებულ ადამიანთა ჩაღმავებული ეპიდკვლევა.

დილის მონაცემებით 162 ადამიანი გახლავთ კარანტინში, საკარანტინო დაწესებულებებში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, დღეს ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების მეოთხე შემთხვევა დაფიქსირდა. პიროვნება კვირას ჩამოფრინდა იტალიიდან. მისივე თქმით, გუშინ ღამით გახდა ცნობილი კვლევის შედეგები, რამდენიმეჯერ გადაამოწმეს და ყველა კვლევამ კოვიდ190ზე დადებითი პასუხი აჩვენა.

 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics