20:19 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-07-15 14:45:57, 895 ნახვა

მსოფლიო
გრიგორი კარასინი: რაც ამ დღეებში მოხდა არის პირდაპირი პროვოკაცია

„ყველაფერი რაც ამ დღეების განმავლობაში მოხდა არის პირდაპირი პროვოკაცია“,-ასე გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ე.წ. საოკუპაციო ზოლზე ახალი ბანერების დამონტაჯებას.  
კარასინის თქმით,  საზღვრი არავის არ გადაუწევია და ის თავის ადგილზე რჩება. 
„ყველაფერი რაც ამ დღეებში მოხდა, ჩემი აზრით, არის პირდაპირი პროვოკაცია, მიმართული იმ კურსის წინააღმდეგ, რომელიც ურთიერთობების ნორმალიზებას ითვალისწინებს. მე ჩემ აზრზე ვრჩები, ყველა სასაზღვრო ნიშნები, რომლებიც ადგილზე 8 აპრილამდე იყო, აღადგინეს, მაგრამ ეს აბრები ისევ ჩამოხსნეს. შესაბამისად თბილისში მოქმედებენ ძალები, რომლებსაც კატეგორიულად არ სურთ ურთიერთობების ნორმალიზება რუსეთის ფედერაციასთან, სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან და ამ მიზნით ყველა შესაძლებლობას იყენებენ. საზღვრის გადაწევას ადგილი არ აქვს, ის თავის ადგილზე რჩება. ვითარების გასარკვევად ჟენევის დისკუსიების ფარგლებში შექმნილია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი“,-აღნიშნა კარასინმა. 
ამასთან, მისივე შეფასებით, რუსულ-ქართულმა მხარეებმა ცივულიზებულ ლოგიკას უნდა მიყონ ხელი, იმისთვის, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები დალაგდეს.
„რამდენადაც ვიცი, სამხრეთ ოსეთის მხარემ ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ქართულ კოლეგებს გაუგზავნა წინადადება, რომ ერგნეთში საგანგებო სხდომა გაიმართოს და განიხილოს ეს საკითხი. აი სწორედ ასე უნდა მოქმედებდე, უნდა მოიქცე ცივილიზებულად. თუ გინდა, სიმშვიდე და ურთიერთობების ნორმალური განვითარება, არ უნდა მივმართოთ საჯარო დემონსტრაციებს, პროვოკაციებს და ნგრევას. უნდა მივყვეთ ცივილიზებულ ლოგიკას. გარწმუნებთ, რომ ჩვენ გვეყოფა მოთმინება და გავაგრძელებთ ურთიერთობების ნორმალიზების კურსს, ხოლო პროვოკატორებს სათანადო სიტყვიერ და ლოგიკურ წინააღმდეგობას გავუწევთ.
სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ხელისუფლების განკარგულებით, ეს სასაზღვრო ნიშნები დაამონტაჟა რუსეთის სასაზღვრო სამსახურმა და ისინი ადგილზე იდგა მიმდინარე წლის 8 აპრილამდე. ვინ ამოიღო ისინი? ეს ხალხი უნდა იპოვონ და დასაჯონ პროვოკაციისთვის. არავის არაფერი არსად არ გადაუწევია. შეიკრიბონ ქართული მხარე, სამხრეთ ოსეთისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები და გაერკვნენ ამ საკითხში. ვნახავთ, შედეგი ზუსტად ისეთი იქნება, როგორც მე მოგახსენეთ,“-განაცხადა კარასინმა. 
ცნობისთვის, პრაღაში აბაშიძე-კარასინის შეხვედრა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ევროპას ულტიმატუმი წაუყენა, რომ ჰორმუზის სრუტეში ჯარები გააგზავნონ
წლის საუკეთესო რისკებისა და შესაბამისობის პროექტი - თიბისი CyberSecurity Excellence Awards-ის გამარჯვებულია
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics