2019-09-29 13:10:28, 24779 ნახვა
სპორტი
ქართველებმა რაგბისტებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს
საქართველოს ნაკრებმა იაპონიაში მიმდინარე რაგბის მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველებმა ურუგვაის ნაკრებს ანგარიშით 33-7 სძლიეს და პრემიალური ქულის მოპოვებაც მოახერხეს.
ანგარიში ქართველმა მორაგბეებმა მატჩის მერვე წუთზე გახსნეს, როდესაც ბურთი ურუგვაელთა ჩათვლის მოედანზე ალექსანდრე თოდუამ დადო.
მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქართველთა 8 ნომერი ოთარ გიორგაძე დასახელდა. ბორჯღალოსნების მხრიდან ლელო ალექსანდრე თოდუამ, ოთარ გიორგაძემ, ლევან ჩილაჩავამ, ჯაბა ბრეგვაძემ და გიორგი კვესელაძემ დადეს. ხოლო თედო აბჟანდაძემ ოთხი წარმატებული გარდასახვა შეასრულა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,