2015-07-13 14:33:12, 975 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ყაზარმის ჩამონგრევის შედეგად 23 ჯარისკაცი დაიღუპა
BBC-ს ინფორმაციით, რუსეთში, ქალაქ ომსკში ყაზარმის ჩამონგრევას 23 ჯარისკაცი ემსხვერპლა.
დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, 19 სამხედრო პირი ნანგრევებიდან ცოცხალი გამოიყვანეს.
აღნიშნულ სამხედრო დაწესებულებაში 300-მდე ჯარისკაცი იმყოფებოდა. შენობას რემონტი გასულ წელს ჩაუტარდა. ინციდენტის სავარაუდო მიზეზი უხარისხო მასალა, რომელიც რემონტის დროს გამოიყენეს. ერთ-ერთი დაშავებულის თქმით, ოთხსართულიანი შენობის ნგრევა მაშინ დაიწყო, როცა ჯარისკაცები დასაძინებლად დაწვნენ.
მიმდინარეობს მომხდარის გამოძიება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან