11:39 - 07 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-01-23 17:34:30, 401 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას დააკმაყოფილებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გადადგომის შესახებ  შინაგან საქმეთა მინისტრ ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას  დააკმაყოფილებს.

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსში განაცხადა.

ცნობისთვის, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით მიმართა.

როგორც ჭიკაიძემ განმარტა, გადადგომის მიზეზი ბოლო დროს გაჟღერებული ბრალდებაა, რომლის თანახმადაც, ალექსანდრე ჭიკაიძე ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს ხელს აფარებს.

"მინდა მივმართო საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომის მოთხოვნით. ჩემი ეს გადაწყვეტილება განაპირობა ბოლო დროს გაჟღერებულმა ბრალდებებმა, თითქოს მე ხელს ვაფარებ ზურა ვაზაგაშვილის მკვლელობაში მონაწილე პირებს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ბრალდება არ შეესაბამება სიმართლეს, მე ვგრძნობ მორალურ პასუხისმგებლობას და ვტოვებ დაკავებულ თანამდებობას. იმ შემთხვევაში, თუ მოხდებოდა ცხელ კვალზე იური ვაზაგაშვილის მკვლელობის გამოძიება, მე არ მივიღებდი ასეთ გადაწყვეტილებას. ამ ტრაგედიის დღეს მე არ ვიმყოფებოდი საქართველოში. ვინაიდან გამოძიება გრძელდება, ვთვლი, რომ უნდა ჩამოვშორდე პროცესს, რათა საზოგადოებას არ დარჩეს კითხვები ხელისუფლების მიმართ. გამოვთქვამ იმედს, რომ უახლოეს მომავალში გამოძიება დასრულდება და ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა",- ნათქვამია ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი უარყოფს აშშ-სთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას
უკრაინულმა დრონებმა ვორონეჟის ოლქის ერთ-ერთ უდიდეს ქიმიურ ქარხანა დაბომბეს
ნონა ქურდოვანიძე გრანტების კანონში მორიგ ცვლილებებზე განმარტებას აკეთებს
JPost: რუსეთმა ირანს ისრაელის ენერგოობიექტების სია გადასცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics