17:06 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-29 11:04:31, 969 ნახვა

მსოფლიო
ერევანში მომიტინგეები "კარვების ქალაქის" გაშლას გეგმავენ

ერევანში მიმდინარე აქციის მონაწილეები "თავისუფლების მოედანზე" „კარვების ქალაქის“ მოწყობას გეგმავენ.

აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვაგინაკ შუშანიანმა მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის დატოვებისკენ და "თავისუფლების მოედანზე" დაბრუნებისკენ მოუწოდა.

"ჩვენ არ გვინდა დაპირისპირება. დაურეკეთ თქვენს მეგობრებს, რომ ყველანი მოვიდნენ "თავისუფლების მოედანზე". ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ჩვენ არ გვინდა დაპირისპირებები. ჩვენ მოედანზე შექმნით "კარვების ქალაქს" და დავრჩებით, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. თუმცა, ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი მოთხოვნები უკვე სრულდება", - განაცხადა შუშანიანმა "თავისუფლების მოედანზე" სიტყვით გამოსვლისას.

პოლიციამ მომიტინგეებს ბაგრამიანის გამზირის დატოვებისაკენ არაერთხელ მოუწოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწილეებს ძალის გამოყენებით დაემუქრნენ.

მომიტინგეების ნაწილი უარს აცხადებდა მოთხოვნას დამორჩილებოდა და ტერიტორია დაეტოვებინა. აქციის ორგანიზატორებმა ისინი სიტუაციის პროვოცირების მცდელობაში დაადანაშაულეს.

ერევანში ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია 19 ივნისს დაიწყო. გაძვირებული ტარიფი ძალაში 1-ელი აგვისტოდან შევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics