17:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-26 11:36:18, 779 ნახვა

მსოფლიო
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი შსს-ს საქმიანობას აფასებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ პოლიციელბის წინააღმდეგ 2013 წელთან შედარებით, 2014 წელს გაცილებით მეტი დისციპლინური ღონისძიება გაატარა.

ამის შეასახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია აღნიშნული.

დეპარტამენტის ინფორმაციით, 2014 წელს 2 796 დისციპლინური ღონისძიება გატარდა, 2013-ში კი 1 686. 

„შსს-მ დისციპლინურ სასჯელად საყვედური, ჩამოქვეითება და სამსახურიდან გათავისუფლება გამოიყენა. გარდა ამისა, 2014 წელს შსს-ს 32 თანამშრომელი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა, 2013 წელს კი 18. უწყებამ თანამშრომლების 4 თანხის მითვისების ფაქტი, 3-3 ხულიგნობის და სამსახურეობრივი ძალაუფლების გადამეტების, 3 გულგრილობის და 3 ქრთამის აღების ფაქტი დააფიქსირა“, - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

დეპარტამენტის განცხადებით, გენერალურმა პროკურატურამ უნდა გამოიძიოს პოლიციის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენება, როდესაც დაკავებისას რამდენიმე ეჭვმიტანილმა სხეულის დაზიანება მიიღო. 

„პროკურატურამ მაშინაც კი უნდა დაიწყოს გამოძიება, როდესაც ის მიიღებს ძალადობის სავარაუდო შემთხვევის შესახებ ინფორმაციას ანონიმური წყაროდანაც კი. ხშირ შემთხვევაში, როდესაც პროკურატურა პოლიციელების მხრიდან ეჭვიმტანილებზე ძალადობას იძიებს, ის შსს-ს თანამშრომლებს ამართლებს“,- ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასული წლის განმავლობაში, შსს-ს პოლიციის აკადემიამ 377 პოლიციელს ადამიანის უფლებების თემაზე საბაზისო კურსი ჩაუტარა. პოლიციის აკადემიამ ასევე ჩაატარა სპეციალური ტრენინგი ხალხის მართვაში ლგბტ ღონისძიებების დროს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics