12:43 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-28 09:58:41, 740 ნახვა

რეგიონი
ვანში გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს

„ევროპული საქართველოს“ ინფორმაციით, ვანში მათი მაჟორიტარობის კანდიდატის, გიგი უგულავას ბანერი დააზიანეს.  

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს:

„არჩევნების დღე დარღვევებით დაიწყო ვანში. დაზიანებულია ქალაქის ცენტრში განთავსებული ევროპული სქართველოს კანდიდატის გიგი უგულავას ბანერი“, - ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ამასთან, პარტიის ცნობით, გიგი უგულავას პლაკატი დააზიანეს ხონშიც, სოფელ კონტუათთან.

 

ცნობისთვის, №54-ე მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში (ვანისა და ხონის მუნიციპალიტეტების სამოქმედო ტერიტორია) საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნებში 6 კანდიდატი იღებს მონაწილეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics