05:56 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-19 11:08:42, 540 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა-უშუალოდ ესტაკადის ხიდის მოწყობის (ბეტონირების) სამუშაოები დაიწყო.

ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესი პარალელურად ორი მიმართულებით ხორციელდება: 1. უშუალოდ ესტაკადის(ხიდის) მშენებლობა. 2. ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზის მოწყობა.

მიმდინარე სამუშაოებს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი რამაზ ბოლქვაძე პირველ მოადგილესთან დავით მაკარაძესთან ერთად გაეცნო. პროექტის განხორციელების შესახებ ინფორმაცია მინისტრს პროექტის მენეჯერმა ნიკოლოზ გაბადაძემ, არქიტექტორებთან ერთად გააცნო.

ამ დროისთვის ესტაკადის საძირკვლის მოწყობის და უშუალოდ ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს, კერძოდ, ბურჯების არმირება დასრულებულია და ბეტონირების სამუშაოები ხორციელდება. ამ ეტაპზე სამშენებლო პროცესში დაახლოებოთ 60 ადამიანია დასაქმებული, პროექტის მიმდინარეობის პროცესში ეს რაოდენობა 80-მდე გაიზრდება.

პარალელურად, პროექტის მიხედვით, დასკვნით ეტაზეა ესტაკადის გვერდის ასაქცევი გზა, ჯამში 1 კილომეტრიანი მონაკვეთი, რომელიც მაისში დასრულდება.

ბათუმის ესტაკადის მშენებლობა 2018 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს, თუმცა კომპანია სამუშაოების დამთავრებას მიმდინარე წლის ივნისში გეგმავს.

•           ბათუმის ესტაკადის პროექტის ბიუჯეტი - 15 297 410 ლარია

•           ესტაკადის სიმაღლე - 8,5 მეტრი

•           ესტაკადის სიგრძე - 800 მეტრი

•           პროექტი ითვალისწინებს - ესტაკადის, ასევე ნავსადგურისა და ესტაკადის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი 5 დამხმარე გზის მშენებლობას

ბათუმის ესტაკადა ხელს შეუწყობს:

•         ქალაქის შემოსასვლელში მოძრაობის განტვირთვას

•         ტვირთბრუნვის პროცესის ეფექტურად განხორციელებას

•          დაახლოებით 100 ახალ სამუშაო ადგილის შექმნას

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics