|
2018-04-05 10:37:31, 611 ნახვა
რეგიონი
მთავრობის ადმინისტრაცია: მინდელის შახტაში მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობს
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტაში მოხმდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს. ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. მინდელის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. „ ორ მათგანს გამოკვლევები და შესაბამისი მკურნალობა ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში უტარდება, ხოლო ერთს - ტყიბულის კლინიკაში. მომხდართან დაკავშირებით ყველა შესაბამისი სამსახური საგანგებო რეჟიმში, კოორდინირებულად მუშაობს. საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით, შემთხვევის ადგილზე გაემგზავრნენ საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის დეპარტამენტის უფროსი და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები. მაღაროში იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების პირველი პირები და რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, მუშაობენ შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოსაყვანად. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი. შემთხვევის ადგილზე ასევე მუშაობენ ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, იმერეთის გუბერნიისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჯგუფები. პრემიერ-მინისტრი მუდმივ რეჟიმში იღებს ინფორმაციას დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ტყიბულში განვითარებული მოვლენების შესახებ“,-ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)