02:19 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-03 17:42:38, 858 ნახვა

რეგიონი
შუახევში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

შუახევში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის პროგრამის ფარგლებში, შუახევისა და ხულოს თვითმმართველობის წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ჯამბულ ხოზრევანიძე, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის უფროსი ლაშა შალამბერიძე და აჭარაში ფაროსანასთან ბრძოლის შტაბის ხელმძღვანელი გიორგი მახარაძე, შუახევის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ხულოს მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ბოლქვაძე, შუახევისა და ხულოს მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში,სატყეო-სააგენტოს წარმომადგენლები და სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

დისკუსიის ფორმატში განიხილეს ფაროსანასთან ბრძოლის სახელმწიფოს ხედვა და დაგეგმილი ღონისძიებები. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ინფორმირებულობის გაზრდა და ცნობიერების ამაღლება ერთერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ამავე დროს უმნიშვნელოვანესია მოსახლეობის ჩართულობა მავნებელთან ბრძოლის პროცესში. პარალელურად სახელმწიფო თავის მხრივ მასშტაბურ ღონისძიებებს განახორციელებს.

ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, აჭარის რეგიონს, 20 ათასი ლიტრი პრეპარატი და 2 ათასი ფერომონი გადაეცა, ასევე რეგიონში მობილიზებული იქნება სპეციალიზირებული ტექნიკა, შესაწამლი აგრეგატები, რათა მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები დროულად და ეფექტიანად განხორციელდეს.

მნიშვნელოვანია ისიც რომ, შეიქმნა აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის ოფიციალური გვერდი https://www.facebook.com/STOPBMSB, სადაც განთავსდება ყველა ინფორმაცია - ტექსტობრივი და ვიზუალური, რომელიც შეეხება საქართველოში ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-მ ამერიკული ხელოვნური ინტელექტის კოპირებისთვის ჩინეთისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების განხილვა დაიწყო
აშშ-მ ირანისა და ირანის მხარდამჭერი გემების დევნა დაიწყო
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics