20:23 - 16 Apr, 2026
|
2018-03-23 13:32:23, 558 ნახვა
რეგიონი
ბათუმის თავისუფლებისათვის ბრძოლაში დაღუპული მებრძოლები გაიხსენეს
1921 წლის მარტში ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული ქართველი გმირები დღეს კიდევ ერთხელ გაიხსენეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, ქალაქ ბათუმის მერი ლაშა კომახიძე, რეგიონის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა სკვერში შეიკრიბნენ, დაღუპულებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს და მემორიალური ქვა გვირგვინითა და ყვავილებით შეამკეს. „დღეს შევიკრიბეთ იმისათვის, რომ პატივი მივაგოთ ჩვენს გმირებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის ერთიანობას და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ჩვენი ვალია ყოველთვის გვახსოვდეს ისინი", - განაცხადა ზურაბ პატარაძემ. ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპულ მებრძოლთა დღე ყოველი წლის 23 მარტს აღინიშნება.
(NS)
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)