13:58 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-19 15:38:23, 554 ნახვა

რეგიონი
დაპირისპირება საყდრისში - RMG-ის თანამშრომლები პოლიტიკოსებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

საყდრისში სამოქალაქო აქტივისტებისა პოლიტიკოსების გამოჩენას ხმაური და კომპანიის წარმომადგენლებთან დაპირისპირება მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, „RMG GOLD”-ის თანამშრომლები საყდრისის გადარჩენის ფონდის წევრებს იმ ტერიტორიაზე არ უშვებდნენ, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო აუქციონზე ყიდის.

ადგილზე ჩასულმა აქტივისტება შლაგბაუმის გარღვევა სცადეს. დაპირისპირების შემდეგ RMG-ის თანამშრომლებმა ადგილზე ჩასული სამოქალაქო აქტივისტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების მცირე ჯგუფი ტერიტორიაზე შეუშვეს.

სიტყვიერი დაპირისპირება საყდრისის საბადოს ტერიტორიაზეც გაგრძელდა. RMG-ის წარმომადგენლებმა ადგილზე მყოფ პოლიტიკოსებსა და საყდრისის გადარჩენის ფონდის წარმომადგენლებს სთხოვეს რუქაზე ეჩვენებინათ ის ადგილი, რომლის აუქციონზე გატანასაც აპროტესტებენ.

კომპანიის წარმომადგენლების თქმით, აქციის მონაწილეებმა არ იციან რა ადგილზეა საუბარი.

„ეს არის შეცდომაში შეყვანის ხატოვანი მცდელობა. ჩვენ ახლა ამ პოლიტიკურ დაპირისპირებებში მონაწილეობის მიღებას არ ვაპირებთ. აი, ეს ტერიტორიაა და თუ თქვენ მეტყვით, რომ ამ ადგილზე რაიმე საქმიანობა ხორციელდება, მზად ვარ რომ ჩემი სიტყვები უკან წავიღო“,- განაცხადა RMG-ის დირექტორის მოადგილემ, ამირან ქართველიშვილმა.

მათ საპასუხოდ კი აქციის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ  და აუქციონში თავად მიიღებენ მონაწილეობას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics