14:14 - 16 Apr, 2026
|
2018-03-06 11:07:27, 588 ნახვა
რეგიონი
შუხუთი-აცანას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზის მე-3 კილომეტრზე, მეწყრული პროცესების გააქტიურების შედეგად, მიწა კლდის-ნაშალი განმეორებით ჩამოვიდა. დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. „ადგილზე მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მეორე დღეა აქტიურად მიმდინარეობს. შუხუთი-აცანა-მამათი-ძიმითის საავტომობილო გზაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება“, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)