12:15 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-06 11:02:05, 583 ნახვა

რეგიონი
მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს

საქართველოს მთავრობა დღევანდელ სხდომაზე ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას დაამტკიცებს.

პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება.

კვირიკაშვილის შეფასებით, ამ კუთხით რეგულაციების გამკაცრება მნიშვნელოვანია:

,,სივრცითი განვითარება არის ერთ-ერთი უმთავრესი მიმართულება ჩვენი სამთავრობო გეგმის და დღეს ვამტკიცებთ ბაკურიანის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმას. წლების განმავლობაში ბაკურიანში მიმდინარე უსისტემო მშენებლობამ გამოიწვია, როგორც გარეგნული იერსახის დაზიანება, ასევე ტყის ფონდის განადგურება და სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, ჩვენ დღეს ვაწესებთ ძალიან მკაცრ რეგულაციებს.

ამ რეგულაციების საშუალებით ბაკურიანი უნდა გადაიქცეს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სამთო კურორტად. ოთხი სეზონის კურორტად და დარწმუნებული ვარ, რომ ეს გეგმა ძალიან მნიშვნელოვან შედეგებს მოიტანს ამ უმნიშვნელოვანესი კურორტის განვითარებისთვის“,-აღნიშნა კვირიკაშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics