ხულოს 43, შუახევის 28 და ქედის ერთ საჯარო სკოლაში, დიდთოვლობის გამო, სასწავლო პროცესი შეწყდა.
ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
ამასთან, რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება. თოვლის საფარი 1-1,5 მეტრს აღწევს.
ცნობისთვის, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საქართველოს მასშტაბით საავტომობილო გზებზე სხვადასხვა სახის შეზღუდვები დაწესდა.
ავტორი: ,
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More