03:50 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-12-08 11:00:12, 691 ნახვა

რეგიონი
ბათუმში სამედიცინო ტურიზმის პირველი საერთაშორისო დღეები ჩატარება

9-10 დეკემბერს, ბათუმში, დაგეგმილია სამედიცინო ტურიზმის პირველი საერთაშორისო B2B (business to business) დღეების ჩატარება.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, B2B დღეების მიზანია, საქართველოში სამედიცინო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა ქართული კლინიკების უშუალო მონაწილეობით.

პროექტში მონაწილეობს საქართველოს წამყვანი 22 კლინიკა, ხოლო 22 კომპანია მოწვეულია პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებიდან, კერძოდ: აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უკრაინა, ბელარუსია და რუსეთი. კომპანიებს შორის ძირითადად ქართული კლინიკებისთვის პოტენციური სამომავლო პარტნიორებია შერჩეული, რაც კლინიკების მენეჯმენტს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ორი დღის განმავლობაში ჩატაარონ პირისპირ შეხვედრები და გააცნონ ყველა იმ სამედიცინო სერვისების ჩამონათვალი რაზეც შესაძლებელია უცხოელი პაციენტების მოზიდვა საქართველოში.

პროექტი ხორციელდება B2B ორგანიზაციის ინიციატივითა და ორგანიზებით.

(ღონისძიების ჩატარების ადგილი: სასტუმრო Wyndham Batumi
გახსნა: 9 დეკემბერი 10:00 საათი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ: http://www.b2bdays.ge
Facebook: B2Bdays
✆ 557639398)

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics