09:57 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-30 18:19:58, 658 ნახვა

რეგიონი
რაჭაში მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პერსპექტივებზე კონფერენცია გაიმართა

ამბროლაურში რაჭა-ლეჩხუმის მევენახეობა-მეღვინეობის ტრადიციებსა და განვითარების პერსპექტივების საკითხებზე კონფერენცია გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კონეფერენციას  ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორის მოადგილე ნოდარ ხატიაშვილი, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი შალვა კერესელიძე, ადგილობრივი ფერმერები და ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ ადგილობრივ მეღვინეებს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მიერ აღდგენილი ვაზის ძველი რაჭული ჯიშები და მათი სამეწარმეო პოტენციალი გააცნო. ფერმერებმა მათთვის საინტერესო საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ღვინის ეროვნული სააგენტროს თავმჯდომარის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, საქართველო ვაზის ჯიშური მრავალფეროვნებით გამოირჩევა, სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ამ პოტენციალის სრულად გამოყენება.

„მნიშვნელოვანია, რომ კონფერენციაში აქტიურად იყვენენ ჩართულნი ფერემერები, რომლებიც ამომწურავ ინფორმაციას მიიღებენ აგარარული დარგის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო  პროგრამების, ასევე მივიწყებული უნიკალური ვაზის ჯიშების შესახებ“,  - აღნიშნა ნოდარ ხატიაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სამეცნიერო-კვლევით ცენტრსა და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნებობის ძირითად მიმართულებებში სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების მიწოდება-გაზიარებას, თემატური სემინარების მოწყობას და ფერმერებთან შეხვედრებს გულისხმობს.

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics