03:31 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-24 12:18:26, 848 ნახვა

რეგიონი
მაღალმთიანი აჭარის 12 სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა

მაღალმთიანი აჭარის 12  საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი  მოსწავლეების გამოუცხადებლობის გამო შეწყდა.

აღნიშნულის შესახებ „ექსპრესნიუსს“  აჭარის  განათლების, კულტურის და სპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში  განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, სასწავლო პროცესი შეწყვეტილია ხულოს - 8, შუახევის - 3 და ქედის 1 საჯარო სკოლაში.

„სწავლის პროცესის შეწყვეტის ძირითადი მიზეზი  დიდთოვლობის გამო, მოსწავლეების  გამოუცხადებლობა იყო. ადმინისტრაციის წევრები და მასწავლებლები გამოცხადდნენ, მაგრამ მოსწავლეების დასწრების სიმცირის გამო, სკოლებმა  გადაწყვეტილება მიიღეს, რომ სასწავლო პროცესი შეწყდეს. რამდენიმე სკოლას არ მიეწოდება ელექტროენერგია და  სწორედ ესეც არის მიზეზი“,-აცხადებენ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics