00:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-15 11:50:47, 659 ნახვა

რეგიონი
პუტინმა და ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის“ რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივების საკითხი განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ნოვო-ოგარევოს რეზიდენციაში ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს უმასპინძლა.

შეხვედრაზე პუტინი ბიბილოვს „სამხრეთ ოსეთის სუვერენულ-დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაში დახმარებას დაჰპირდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ოკუპირებული რეგიონის სასაზღვრო და სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფას მომავალშიც გააგრძელებს.

“სამხრეთ ოსეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორი და მოკავშირეა. რუსეთი მხარს უჭერს სამხრეთ ოსეთს დემოკრატიულ და სუვერენულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას და ხელს უწყობს მისი საიმედო უსაფრთხოების უზრუნველყოფას. რა თქმა უნდა ჩვენ ვეხმარებით რესპუბლიკის სოციალურ ეკონომიკურ განვითარებას. მინდა ავღნიშნო, რომ რუსეთი მომავალშიც გააგრძელებს რესპუბლიკის განვითარებისთვის რესურსების გამოყოფას, ამ მიზნით უკვე მომზადდა 2018-2019 წლების ახალი საინვესტიციო პროგრამა. რა თქმა უნდა გავცვალეთ პოზიციები აქტუალური რეგიონული პრობლემების შესახებ, შევთანხმდით უფრო მჭიდრო კოორდინაციაზე, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ გამოწვევებს და იმ საფრთხეებს, რომლებიც რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება“, - განაცხადა პუტინმა.

ანატოლი ბიბილოვის თქმით, შეხვედრაზე ასევე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებლებისთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების გამარტივების საკითხი განიხილეს.

„სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის ბოლო პერიოდში ასამდე შეთანხმება გაფორმდა. სახელმწიფო უწყებებში და სამინისტროებში კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი შეთანხმება მუშავდება, რომლებსაც უახლოეს მომავალში მოეწერება ხელი. ეს ეხება რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას და ასევე სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე უვადოდ ყოფნის საკითხს“, - განაცხადა ბიბილოვმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics