00:54 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-11-09 17:11:44, 1702 ნახვა

რეგიონი
ბათუმში თემაზე „გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში“ კონფერენცია გაიმართება

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტი, 11 ნოემბერს, ბათუმში აწყობს ერთობლივ კონფერენციას თემაზე: ,,გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა ტენდენციები საქართველოში’’(აჭარის რეგიონის 20- წლიანი კვლევის შედეგები).

კვლევა 1996 წელს ჩატარდა აშშ დაავადებათა კონტროლისა და პრევენციისა და საზოგადოებრივი  ჯანდაცვის დეპარტამენტის, ჰიპერტენზიის რესპუბლიკური ცენტრის (ამჟამად საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოება) მიერ. კვლევის მიზანი იყო არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკ-ფაქტორების გავრცელების შესწავლა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობაში.

2001 წელს ,იგივე კონტიგენტში ჩატარდა კვლევა აკად.მიხეილ წინამძღვრიშვილის სახელობის კარდიოლოგიის ინსტიტუტის პროფილაქტიკური კარდიოლოგიის განყოფილების თანამშრომელთა მიერ.

2016 წელს ,საქართველოს ჰიპერტონიის შემსწავლელი საზოგადოებისა და აკად. მიხეილ წინამძღვრიშვილის კარდიოლოგიის ცენტრის - თბილისის ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის შინაგან დაავადებათა დეპარტამენტის საბაზო კლინიკის მიერ დაიწყო და მიმდინარეობს არტერიული ჰიპერტენზიისა და მისი რისკის ფაქტორების 15-20 წლიანი დინამიკის შეფასება.

აღნიშნული კვლევების შედეგების და ასევე ,2013-206 წწ განხორციელებული ჰიპერეტნზიის სასწრაფო და გადაუდებელი მდგომარეობების მართვის შეფასების დასკვნებისა და რეკომენდაციების წარმოდგენა არის -ერთობლივი საუნივერსიტეტო კონფერენციის მიზანი.

კონფერენციაზე პროფესორ  ბეჟან წინამძღვრიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნება ძირითადი მოხსენება-კვლევის შედეგების შესახებ.

კონფერენციაზე მოწვეული არიან თსუ და ბათუმის უნივერსიტეტის, რეგიონის ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები, ქალაქ თბილისისა და აჭარის რეგიონის კარდიოლოგები, ნევროლოგები, ენდოკრინოლოგები, პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალები.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics