|
2017-11-01 12:36:59, 778 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბოტანიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმს დაესწრო
დღეს ბოტანიკოსთა სიმპოზიუმი „კოლხეთის მცენარეთა სამყარო: მრავალფეროვნება, ეკოლოგია, კონსერვაცია" გაიმართა. ბათუმის ბოტანიკური ბაღის დაარსების 105 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სიმპოზიუმს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქალაქ ბათუმის მერთან გიორგი ერმაკოვთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ სიმპოზიუმის მისასალმებელ სიტყვაში რეგიონისათვის ბათუმის ბოტანიკური ბაღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, აჭარის ტურისტულ პოტენციალს განსაკუთრებით ამდიდრებს და ღირებულს ხდის ბათუმის ბოტანიკური ბაღი, რომელიც უკვე საუკუნეზე მეტია ქვეყნისა და რეგიონის ნამდვილი სავიზიტო ბარათია. ,,ყოველწიურად მზარდია ბოტანიკურ ბაღში ვიზიტორთა რაოდენობა: 2017 წლის ზაფხულში კი 35 %-იანი ზრდა დაფიქსირდა, რაც მე განსაკუთრებით მახარებს. განსაკუთრებით მახარებს და მეამაყება ასევე ახალი და ინოვაციური პროექტი - ალპური ბოტანიკური ბაღი, რომლის იდეა მართლაც უნიკალურია: ერთი მხრივ იგი ბუნებრივი სიმდიდრისა და ფლორისტული მრავალფეროვნების გრძელვადიან კონსერვაციას და ეკოსისტემის შენარჩუნებას ემსახურება, მეორე მხრივ კი ხელს უწყობს მაღალმთიანი აჭარის ტურისტული პოტენციალის გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ეკონომიკური სარგებლის შექმნას მთის მოსახლეობისთვის", - განაცხადა სიტყვაში ზურაბ პატარაძემ. საერთაშორისო სიმპოზიუმში 7 ქვეყნის (აშშ, ინგლისი, იტალია, ბელარუსი, უკრაინა, რუსეთი, თურქეთი) 150-მდე ბოტანიკური ბაღების და ბოტანიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. სამდღიანი სიმპოზიუმის ფარგლებში გათვალისწინებულია ექსკურსიები გოდერძის უღელტეხილზე აჭარის მაღალმთიანი ეკოსისტემების და ენდემური სახეობების გასაცნობად და გოდერძის ალპურ ბაღში მიმდინარე სამუშაოების სანახავად. სტუმრები ასევე დაათვალიერებენ ბათუმის ბოტანიკურ ბაღს, ეთნოგრაფიულ მუზეუმს „ბორჯღალო" და გონიოს ციხეს.
(NS)
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
ძლიერი საქართველო: ვულოცავთ მადიარს, უმთავრესი გაკვეთილი ცხადია, ბრძოლა ბოიკოტის მაგიერ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)