|
2017-10-24 12:15:09, 845 ნახვა
რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო სოფლის ექთნებს ხელფასს გაუზრდის
2018 წლის პრიორიტეტების ფარგლებში, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების პირველადი ჯანდაცვის ცენტრების ექთნებს შრომის ანაზღურებას 150 ლარით, ხოლო ბარში დასაქმებულებს 100 ლარით გაუზრდის. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაცით, თანხა 2018 წლის იანვრიდან გაიცემა. „დანამატი - სოფლის პჯდ ცენტრებში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის დამატებითი შრომის ანაზღაურების პროგრამის ფარგლებში გაიცემა და გაზრდილ ანაზღაურებას 110 ექთანი მიიღებს. აღნიშნული ცვლილების განხორციელება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლში, მინისტრის - ზაალ მიქელაძის, პირველადი ჯანდაცვის ცენტრების სამედიცინო პერსონალთან გამართული შეხვედრების შემდეგ გადაწყდა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, 2014 წლიდან დამატებითი შრომის ანაზღაურებას, მხოლოდ სოფლის ექიმებზე გასცემდა. მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების სოფლის ექიმებისათვის - 300 ლარს, ხოლო ბარში დასაქმებულთათვის - 150 ლარს. პროგრამის მიზანია სოფლის ექიმებისა და ექთნების ადგილზე დამაგრება. სოფლის მოსახლეობის უწყვეტი, ბაზისური სამედიცინო მომსახურეობით უზრუნველყოფა. მიმდინარე წლის იანვრის, თებერვლისა და მარტის თვეში პირველადი ჯანდაცვის ცენტრების მომსახურებით ისარგებლა 35 064-მა პაციენტმა. 2018 წელს პროგრამის ბიუჯეტი 429 600 ლარი იქნება“, - აცხადებენ აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)