|
2017-10-09 19:14:03, 710 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა
დღეს ქობულეთის კულტურის სახლში მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის წევრებთან და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად დაესწრო. ზურაბ პატარაძემ მასწავლებლებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა, წარმატებები უსურვა და მომავალი თაობების განათლების სფეროში გაწეული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიებაში სიმღერისა და ცეკვის ანსამბლები მონაწილეობდნენ, რომლებმაც მხატვრული და მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. ღონისძიებაზე, რომელიც ქობულეთის N1 საჯარო სკოლის ორგანიზებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის მხარდაჭერით გაიმართა, დასახელდნენ წლის ღვაწლმოსილი მასწავლებლები. მასწავლებელთა საერთაშორისო დღე 1994 წლიდან, ყოველწლიურად ოქტომბრის თვეში აღინიშნება. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)