|
2017-10-09 18:20:50, 804 ნახვა
რეგიონი
სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო
დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში გაზსადენის მშენებლობა დაიწყო. გაზსადენის მშენებლობის დაწყების სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძესთან, ქობულეთის ხელმძღვანელ პირებთან და კომპანია „სოკარ-ჯორჯია-გაზის" რეგიონულ დირექტორთან დავით ლეკიშვილთან ერთად დაესწრო. მთავრობის თავმჯდომარე სოფელ გვარასა და სოფელ ქობულეთში შეკრებილ მოსახლეობას შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მისი თქმით, მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად, აჭარის მთავრობა აგრძელებს რეგიონის გაზიფიცირების მიმართულებით მუშაობას: ქობულეთის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია და მიმდინარეობს 12 სოფელში ცენტრალური გაზსადენების მშენებლობა, ხოლო უახლოეს დღეებში დაიწყება მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების სამუშაოები, რაც ისტორიული მნიშვნელობის პროექტია. ამ ეტაპზე სამშენებლო სამუშაოები ხორციელდება ქობულეთისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის არეალებში. სოფელ ქობულეთში 707 აბონენტი მომარაგდება ბუნებრივი აირით (50 კმ), ხოლო სოფელ გვარაში 316 აბონენტი (23,2 კმ). მთლიანობაში მოეწყობა 321,5 კილომეტრი, რაც უახლოეს მომავალში უზრუნველყოფს 4400 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით მომარაგებას. 2017 წელს კომპანიის მიერ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის არეალში ხორციელდება 25 მილიონი ლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც მოიცავს 8500 საცხოვრებელი სახლის ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფას, რისთვისაც შენდება 593 კილომეტრი ცენტრალური გაზსადენი.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)